ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ამბობს, რომ რუსული კანონი რუსულ ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია.
კრამონი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში ევროკავშირის მხრიდან საქართველოს გაწევრიანებისთვის დადებითი შეფასების მიცემა შეუძლებელი იქნება.
"უკეთ რომ ვთქვათ: შეუძლებელი იქნება დადებითი შეფასების მიცემა. ამ კანონის მიღების შემთხვევაში ევროკავშირის პერსპექტივა აღარ იარსებებს. სრული გაჩერება", - წერს კრამონი.